ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბულვარის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა. ბულვარში გამართული ფესტივალის საგამოფენო კუთხეში ბსუ-მ წარადგინა FAB LAB BSU-ში სტუდენტების მიერ ბათუმის ბულვარის თემაზე დამზადებული ნამუშევრები, ცნობილი არქიტექტურული კონსტრუქციების მოდელები და ხელნაკეთი ნივთები. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“, სადაც ბსუ-ს მკვლევრებმა მოხსენებები წარადგინეს ქალაქის განვითარებაში რეკრიაციული პარკების მნიშვნელობაზე, ეკოლოგიასა და გამწვანებაზე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ბულვარის ისტორიასთან და თანამშრომლობის ფარგლებში არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს.
ფესტივალი მიზნად ისახავდა ბულვარის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უკან |