პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა

სურათი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. ლელა ჯანაშვილმა ახლაგაზრდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ესაუბრა სამსახურის მანდატზე, საქმიანობაზე, ფუნქციებსა და სამართლებრივ მოწყობაზე, ასევე განიხილა რამდენიმე საინტერესო ქეისიც.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სტუდენტებს ასევე წარუდგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტატიების კონკურსი თემაზე - „პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება“. სტატია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებს  უნდა შეეხებოდეს და მასში ავტორის საინტერესო მიგნებებსა და ანალიზს გვთავაზობდეს.

ნამუშევრები მიიღება 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

გამარჯვებულ ნაშრომებს კომისია გამოავლენს და ავტორები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული -  https://personaldata.ge/ka/press/post/9310

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა