პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა ბსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „ჭეშმარიტება და თავისუფლება: ძველი და ახალი გააზრებები"

სურათი

პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში   საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ჭეშმარიტება და თავისუფლება: ძველი და ახალი გააზრებები". პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა მსმენელებს ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ცნებების განვითარების ისტორია გააცნო და გაანალიზა ანტიკური პერიოდის, განმანათლებლებლობისა და პოსტმოდერნიზმის ეპოქების ფილოსოფოსებისა და მოაზროვნეების შეხედულებები. ლექციის მიზანი იყო ძველი და ახალი აღთქმის ქრისტიანული ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, სხვადასხვა დროის დემოკრატიულ ღირებულებათა ერთმანეთთან დაკაშირება. ლექციის დასასრულს, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება აზროვნების აკადემიის შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა