
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა დაგმეს და 8 ნოემბერს აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა. სპეცრაზმი ასევე უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბია, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდა და აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
უკან |