ბსუ-ში ჟურნალისტიკის უახლესი სახელმძღვანელოს „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ და სტუდენტური ჟურნალის „მედიალაბორატორია“ წარდგენა გაიმართა

სურათი

ბსუ-ში მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ვინსენტ ფილაკის სახელმძღვანელოს „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ პირველი ქართული თარგმანის და სტუდენტური ჟურნალის „მედიალაბორატორია“ წარდგენა გაიმართა. ჟურნალისტიკის უახლესი სახელმძღვანელო „კონვერგენტული ჟურნალისტიკა: შესავალი (წერა და პროდიუსირება მედიაში)“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ციფრული მედიისა და ივოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გამოსცა“. 21-ე საუკუნის პრაქტიკული ჟურნალისტიკის ინოვაციური სახელმძღვანელოს თითოეული თავი დაწერილია შესაბამისი სფეროს ექსპერტის მიერ და ასახავს თანამედროვე ჟურნალისტიკის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკულ და საკვანძო უნარებს.

წიგნი დაეხმარება სტუდენტებს ციფრული მედიის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაში. სახელმძღვანელო ასევე განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, დაინტერესებული პირებისა და ფართო საზოგადოებისთვის. ახალი სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცემა საქართველოს წამყვან მედიასკოლებს. „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Bulgarian Development Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა.

ვინსენტ ფილაკის სახელმძღვანელო „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ საზოგადოებას წარუდგინეს ბსუ-ს „ციფრული მედიისა და ივოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ინგა შამილიშვილმა და წიგნის მთარგმნელმა, ბსუ-ს ასისტენტ პროფესორმა მარი კორინთელმა. წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და სახელმძღვანელოს მნიშვნელობასა და ციფრული მედიაგანათლების აუცილებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საგანმანთლებლო  და სხვადასხვა სახის პროექტებში ბულგარეთის საელჩოს აქტიურ მხარდაჭერასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ასევე სტუდენტური ჟურნალის „მედიალაბორატორია“ წარდგენა გაიმართა. ჟურნალი „მედიალაბორატორია“ ბსუ-ს „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის „გრაფიკული მედიის“ სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა: ანა ბაჟუნაიშვილმა, ელიზა ეფაძემ, მარიამ ხალვაშმა და  დიანა ცეცხლაძემ ნანა კვაჭაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს. ჟანრობრივად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ჟურნალის საშუალებით მკითხველი გაეცნობა  საინტერესო რეპორტაჟებს, სტატიებს, კვლევებს, ინტერვიუებსა და ფოტორეპორტაჟებს  ქვეყნის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა