ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკის ოფიცერი გვანცა ლოლაძე ბსუ-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.
„ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბსუ-ში ასევე დაიწყო ორდღიანი ლექციების ციკლი. სტუდენტებს უსაფრთხოების ექსპერტი ნათია გვენეტაძე ლექციებს წაუკითხავს ნატო-ს სტრატეგიული მიზნების, ალიანსის ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.
პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ნატოს და ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
საჯარო ლექციების თემატიკა:
- ნატო-ს სტრატეგიული მიზნები გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში
- ნატო-ს შექმნის მიზეზები
- ალიანსის ტრანსფორმაცია
- ნატო-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესი
- ნატოს გაფართოება
- ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები
- ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატები და მექანიზმები
უკან |