ამერიკელი მედიაექსპერტები, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - ბილ სილკოკი, კენ ფოსკეტტი და აშშ-ის საელჩოს საგრანტო და უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორი სოფიო ბზიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა საქართველოსა და აშშ-ს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე შეაჯამეს ბსუ-ში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული საგრანტო პროექტები.
უნივერსიტეტი ჩართულია აშშ-ის საელჩოს მედიაგანათლების პროგრამაში MEDIA EDUCTION PROGRAM (MEP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ში წარმატებით ხორციელდება სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და ინოვაციები“, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და აშშ-ს სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესურის ჩართულობით და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მომზადება, რომელიც ამჟამად აკრედიტაციის გავლის მოლოდინშია.
უკან |