ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ სტუდენტებს შეხვდა. რექტორმა წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონს და სრულიად საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანეს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა. რექტორმა სტუდენტებს უნივერსიტეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, სპორტში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის სიგელები გადასცა და სწავლის გადასახადისაგან გაათავისუფლა.
ბსუ-ს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სტუდენტები:
- მარიამ ნოდია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - 23 წლამდე მკლავჭიდი, ევროპის ჩემპიონატი, მოლდოვა, ქ. კიშინიოვი - 2 ოქროს მედალი, უფროს ასაკში 1 ვერცხლის მედალი;
- დიეგო ჩხიკვაძე - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში - ოქროს მედალი (ოთხგზის ევროპის ჩემპიონი);
- დავით ვერძაძე - ტურიზმის ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - ევროპის მე-13 ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, ბულგარეთი, ქ. კრანევო. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული.
- ლანა ბოლქვაძე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - საქართველოს ორგზის ჩემპიონი კრივში გოგონათა შორის.
- გოჩა შაინიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - GFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში.
ღონისძიებას ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკან |