ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი და მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტი მოიპოვეს. ბსუ პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი
1. „XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები“ - ხელმძღვანელი ზუსტ მეცნიერებთა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე;
2. „ნობელების ნავთობსარეწაო მოღვაწეობის ტრადიციები საქართველოში და ნავთობის მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიები“ - ხელმძღვანელი ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნორა მამულაიშვილი.
2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი:
1.„მცენარეთა ფიტოპათოგენური ბაქტერიების მიმართ ანტაგონისტი მიკროორგანიზმების გამოყოფა სხვადასხვა ეკოლოგიური გარემოდან და ბიოლგიური აქტივობით გამორჩეული იზოლატების სექვენირება ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით“, პროექტის ხელმღვანელი - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაკა მურადაშვილი, მენტორი - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ლამზირი გორგილაძე, კონსულტნტები - ლ.საყვარელიძისსახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრი NCDC, გენომის ცენტრის ხელმძღვანელი ადამ კოტორაშვილი და ნიდერლანდების ვაგენინგენის კვლევითი უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი მეცნიერი ჟან ვანდერ ვოლფი.
2023 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტები
1. „ვენჩერული კაპიტალის როლი სტარტაპების განვითარებაში: საქართველოსა და ცენტრალურაღმოსავლეთ ევროპის კომპარატიული ანალიზი“, მაგისტრანტი - ბექა სარჯველაძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი აბუსელიძე;
2. „საქართველოს საბანკო სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია: გამოწვევები და პერსპექტივები“, მაგისტრანტი - თამრიკო ზოიძე, ხელმძღვანელი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი აბუსელიძე;
3. „ბაზიდიომიცეტების მრავალფეროვნება მტირალას ეროვნულ პარკში“, მაგისტრანტი ნინო ვარშანიძე, სამეცნიერო ხელმძღვანელები - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინგა დიასამიძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გია ბოლქვაძე, სამეცნიერო კონსულტანტი - ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ოთარ შაინიძე;
4. „მცენარე ქაცვის ცხიმი და მასში ხსნადი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები“- მაგისტრანტი ხათუნა შაინიძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე;
5. „აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების -თანამედროვე მდგომარეობა და სახობათა იდენტფიკაცია“, მაგისტრანტი მარიამ ბერიძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე, სამეცნიერო კონსულტანტი - თემელ გონთურქი, ართვინის უნივერსიტეტის პროფესორი.
უკან |