საგრანტო პროექტის PROMENT-ის სასწავლო ვიზიტი ავეიროს უნივერსიტეტში (UA)

სურათი

13-17 ნოემბერს, ავეიროს უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" პერსონალი, პროექტის მენეჯერი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე და მკვლევარი, მოწვეული მასწავლებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ელისო ძნელაძე. ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები შეხვდნენ ავეიროს უნივერსიტეტის (UA) ვიცე-რექტორს, სანდრა სუარესს, საბუღალტრო აღრიცხვისა და ადმინისტრირების ინსტიტუტის (ISCA-UA) დეკანს, ფრანცისკო პიკადოს, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს, სოფია ბრუკმანს და გაეცნენ ავეიროს უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას.

შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და პროექტის მონაწილეებს სტუდენტთა მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამებში ჩართულობისა და მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ავეიროს უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, სასწავლო-მეთოდოლოგიური ცენტრის (NEA) თანამშრომლებმა.

პროექტის მონაწილეები დაესწრნენ მანჩესტერის უნივერსიტეტის დიგიტალური განათლების კათედრის გამგის, ელექტრონული და ინოვაციური სწავლების დირექტორის მოადგილის, მაირეად პრატშკეს ტრენინგს თემაზე „გენერაციული Al -ის ჩაშენება: ინოვაცია და ინტეგრაცია უმაღლეს განათლებაში“, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ჩანერგვის სტრატეგიული გამოწვევები და შესაძლებლობები უმაღლეს განათლებასა და სწავლების პროცესში.

„ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა