ბსუ-ს პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვეს. სამეცნიერო პროექტებს  სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებენ პროფესორები: მამია ფაღავა, რამაზ ხალვაში და ირაკლი მანველიძე, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი როინ მალაყმაძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზოია სიხარულიძე და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გურამ პაპუნიძე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორებსა და მკვლევრებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და  წარმატებებს უსურვებს

2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

  1. „სპერი - ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“ - პროექტის ხელმძღვანელი   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მამია ფაღავა, კოორდინატორი პროფესორი - რამაზ ხალვაში.
  2. „ციფრული ტბელ აბუსერისძე – ბილინგვური სემანტიკური გამოცემა“ - პროექტის ხელმძღვანელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რამაზ ხალვაში, კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე.
  3. „აჭარის რეგიონიდან განსახლებული ეკომიგრანტების ადაპტაცია და ინტეგრაცია საქართველოს ადგილობრივ თემებში“ - პროექტის ხელმძღვანელი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი მანველიძე, კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი ინეზა ზოიძე.
  4. „ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში“ - პროექტის ხელმძღვანელი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე, კოორდინატორი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ოლეგ ჯიბაშვილი.
  5. „ხორბლის ღეროს ჟანგას, ფოთლის ჟანგასა და ყვითელი ჟანგას პოპულაციის ვირულენტობის ფენოტიპური და გენეტიკური მრავალფეროვნება საქართველოში“ - პროექტის ხელმძღვანელი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზოია სიხარულიძე, კოორდინატორი უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ქეთინო ნაცარიშვილი.
  6. „სუბტროპიკული ნედლეულის გადამუშავების ნარჩენებიდან მრავალფუნქციური ბიოდანამატები ფუნქციონალური პროდუქტებისთვის წრიული ეკონომიკის გათვალისწინებით“ - პროექტის ხელმძღვანელი აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გურამ პაპუნიძე, კოორდინატორი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი იამზე ჩხარტიშვილი.

 


 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა