ბსუ-ს აკადემიურმა პერსონალმა ETHICS პროექტის ფარგლებში გამართულ ტრენერთა გადამზადების შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბსუ-ს პროფესორმა თამარ სირაძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა მარინა ნაგერვაძემ და თათია ნაკაშიძე-მახარაძემ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას უძღვებოდნენ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის დარგის ექსპერტები. ETHICS-ის  პროექტის მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.

მსმენელენი გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, მონაცემების ფალსიფიკაცია და მისი დეტექცია, პლაგიატისა და სხვა სახის აკადემიური გადაცდომების პრევენცია კვლევის წარმართვისას, კვლევის ეთიკის დადასტურების აუცილებლობა და მისი მიღებისთვის საჭირო პროცედურები, საგამომცემლო ეთიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე ცალკე სესიები დაეთმო კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას; აქცენტი გაკეთდა კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის როლზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის ფუნქცია-მოვალეობებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის კეთილსინდისიერების ეროვნული ჩარჩოს შემუშავება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელობით.

პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

3-დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ETHICS პროექტის ევროპელ პარტნიორთა ხელმძღვანელობით გაიმართა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა