ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს ტრენინგ-მოდულების ციკლი ჩაუტარდათ ავტორიზაციის, სწავლა-სწავლებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალსათვის განათლების ექსპერტმა, პროფესორმა მარიამ დარბაიძემ ტრენინგ-მოდულების ციკლი ჩაატარა ავტორიზაციის, სწავლა-სწავლებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ტრენინგ-მოდულების ციკლი მიზნად ისახავდა პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. მსმენელები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: „როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად“, „როგორ დავწეროთ სასწავლო დაწესებულების მისია, ხედვა, სტრატეგიული განვითარება და სამოქმედო გეგმა“, „კვლევის სწორად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასების ვალიდური მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და „როგორ დავგეგმოთ შრომის ბაზრის კვლევა საგანმანათლებლო პროგრამებისთვის“.

 ტრენინგ-მოდულების ციკლი ასევე ითალისწინებდა შემდეგ საკითხებს: „როგორ გავწეროთ საგანმანათლებლო პროგრამებში სასწავლო კურსებში კომპონენტებში სწავლის შედეგები ვალიდურად/როგორ იყოს წავლის შედეგები გაზომვადი“, „როგორ გავხადოთ ლექცია/სემინარი ინტერაქტიული (სწავლების აქტიური მეთოდები)“, „საგრანტო განაცხადის წერა - სტრატეგია და ტექნიკები“,„HR სტრატეგია და იურიდიული რეგულაციები პერსონალის მართვის პროცესში“ და „პერსონალის განვითარება და ორგანიზაციული კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა