ბსუ-ს სტუდენტები ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ. ახალგარზდებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებულ პროცესზე სისხლის სამართლის კონკრეტული საქმე განიხილეს, ნაფიცმა მსაჯულებმა კი სათათბირო ოთახში საბოლოო ვერდიქტზე იმსჯელეს. პროექტში მონაწილე თითოეულმა უნივერსიტეტმა ორი გუნდი (დაცვა-ბრალდება) და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა სხვადასხვა ფაკულტეტის 12 სტუდენტით წარმოადგინა. გუნდები წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების დაცვით ფასილიტატორებმა, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებმა და პროკურორებმა შეაფასეს.

შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები ჩემპიონატის მონაწილე უნივერსიტეტებში თვის ბოლომდე გაგრძელდება, ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე რეგიონებიდან ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, ხოლო ორი - თბილისიდან. საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ, რომლის იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება, ასევე, მათ საშუალებას მისცემს, საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა