ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ღონისძიება „სტუდენტური ახალი წელი" გაიმართა. საახალწლო ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვნდნენ. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ბენდებმა: „Aura/აურა“, „Last Station/ბოლო გაჩერება“, Dj Cheeky, სტუდენტებმა დათუნა მჟავანაძემ და მარიამ მოსეშვილმა. პროექტის ,,სტუდენტური ახალი წელი (საახალწლო ღონისძიებები)” ავტორია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ანუკი ახვლედიანი და ხორციელდება სტუდენტურ კლუბ „რუსთაველის“ ორგანიზებით.
უკან |