„Erasmus+”-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,Erasmus+”-ის  ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში მარიამ სულაშვილმა, ოფისის წევრებმა და ევროკავშირის „Erasmus+-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის კვლევის“ წარმომადგენლებმა - სებასტიან შვაიცერმა, ისრაელ პერალტმა და ნინა გოგოლაძემ ბათუმში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ,,Erasmus+“-ის პროგრამისა და მისი დაფინანსების შესაძლებლობები გააცნეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა ვორქშოფები, რომელიც მოიცავდა შემდეგ საგანმანათლებლო სექტორს: უმაღლესი განათლება,  პროფესიული განათლება,  ზრდასრულთა განათლება, ახალგაზრდობა, სპორტი და სკოლები.

რეგიონული შეხვედრების მიზანია  მეტი  ინფორმირებულობა,  საზღვარგარეთ  სწავლის  ხელმისაწვდომობის გაზრდა  და სხვადასხვა ინსტიტუციის  გაცვლით პროგრამებში  ჩართულობა.

საქართველო  ,,Erasmus+“-ის  პროგრამის  პარტნიორი  წევრია. იმისთვის, რომ ქვეყანა ასოცირებული  წევრი გახდეს გაცვლითი პროგრამების  მიმდინარეობას უცხოელი ექსპერტები  დააკვირდებიან. პროექტი - “ერაზმუს+ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის კვლევა შესაძლებლობის განვითარებისათვის” ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში ერაზმუს+ პროგრამის განხორციელების კვლევა და შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი, ზოგადი, პროფესიული განათლების, ზრდასრულთა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სექტორებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა