
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნახატების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვდასხვა ფაკულტეტის სტუდენტების: ნუკრი თურმანიძის, ვახო გორგილაძის, იური აზაროვის, ანა არძენაძის, მარიამ ზოიძის, რუთი მალაყმაძის, დალილა მიქელაძის, ანეტი ქარცივაძის,ნიკა საჯაიას, ლიკა აბაშიძის, ნინო ნემსაძის, მარიამ ჭანტურიას, ანეტა ცენტერაძის დანინო მელაძის 60-მდე ნახატი.
აღნიშნული ღონისძიება ბსუ-ში ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს მოყვარული მხატვრების მხარდაჭერასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. გამოფენა ბსუ-ს ფოტო-ვიდეო ხელოვანთა სტუდენტური კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.
უკან |