აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სტუდენტებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 18-მა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის'' ქვეპროგრამის ფარგლებში, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში ანაზღაურებადი რვათვიანი სტაჟირება გაიარა. შეხვედრაზე სტაჟიორებმა შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა  და ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს სტაჟირების პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვეს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის ზაზა შავაძემ, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა