სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო შიდა და გარე მობილობის პროცესი!

სურათი

გარე მობილობა

1. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2024 წლის 30 იანვრიდან - 2024 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) .

2. სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2024 წლის 9-14 თებერვლის  (17:00-საათამდე) ჩათვლით ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე - chancellery@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. მობილობის პროცესში მონაწილე პირის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ, მობილობის მსურველის თანხმობის შესახებ განცხადების და ხელშეკრულებების გაფორმება ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს 2024 წლის 15-16 თებერვალს, 10:00-დან 17:00 საათამდე.

მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, პირველი სართული, ოთახი №20

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00

შიდა მობილობა

1. შიდა მობილობის ვადები ბსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან ბსუ-ს სტატუსშეჩერებული პირის სასწავლო პროცესში დაბრუნების მსურველთათვის.

ა)  ბსუ-ში შიდა მობილობის  მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) ველის ,,შიდა მობილობა’’  საშუალებით. (პროგრამის შეცვლის მსურველი ბსუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 საგანმანათლებლო პროგრამისა და განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა (რიგითობის შესაბამისად) -  2024  წლის   5  თებერვლიდან  14   თებერვლის ჩათვლით;

ბ)  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (შემდეგი - ე.წ. ,,მობილობის ჯგუფი’’) მიერ ბსუ-ს პორტალის  ,,შიდა მობილობის’’ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განცხადების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება -2024  წლის 15 თებერვლის  ჩათვლით;

გ) ფაკულტეტის დეკანის  მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობის გადამოწმება და დადასტურება - 2024  წლის   16 თებერვლის ჩათვლით;

დ) ფაკულტეტის დეკანის  მიერ  განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წინაპირობებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობას გადამოწმება და დადასტურება 2024  წლის 16 თებერვლის ჩათვლით;

ე) ამ პუნქტის  ,,ა’’-,,დ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში  გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2024  წლის 17 თებერვლის  ჩათვლით, ხოლო კორექტირებული მონაცემების გადამოწმება და დადასტურება ბსუ-ს უფლებამოსილი პირების მიერ - 2024 წლის 18 თებერვლის ჩათვლით;

ვ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით შიდა მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან  თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2024   წლის  18  თებერვლის ჩათვლით და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის  ,,შიდა მობილობის’’ მოდულის შესაბამის ველში  - 2024  წლის  20 თებერვლის ჩათვლით;

ზ) ბსუ-ს პორტალის ,,შიდა  მობილობის’’  მოდულის შესაბამის ველში ატვირთული  კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების  (ხელმოწერილი და სკანირებული)  დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ  - 2024 წლის 21 თებერვლის ჩათვლით;

თ) შიდა მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის  შემდეგ ბსუ-ს პორტალის ,,შიდა მობილობის’’  მოდულის  საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება  - 2024  წლის   22-23 თებერვლის ჩათვლით;

ი) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ 2023-2024  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათის წარმოდგენა შიდა მობილობით ჩარიცხვაზე უფლებამოპოვებული პირების შესახებ, რომლებთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები  - 2024 წლის 26 თებერვალი;

კ) ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება- არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (ხელშეკრულების გაფორმების ადგილის შესახებ ინფორმაციას სასწავლო პროცესის დეპარტამენტმა განათავსოს ბსუ-ს ვებგვერდზე და პორტალზე, შესაბამის ველებში);

ლ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათისა და ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების პროექტის წარმოდგენა და ბრძანების გამოცემა - 2024  წლის 27 თებერვალი.

2. „2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული სწავლის საფასურის დავალიანების მქონე ბსუ-ს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბსუ-ს სასწავლო პროცესში დაბრუნებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 16 იანვრის N07-01/06 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული სწავლის საფასურის დავალიანების მქონე ბსუ-ს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბსუ-ს სასწავლო პროცესში დაბრუნება მოხდეს წინამდებარე ბრძანების პირველ პუნქტში აღწერილი პროცედურებისა და ვადების დაცვით, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის არანაკლებ 40% (პირველ ეტაპზე გადასახდელი საფასური) 2024  წლის 23 თებერვლის ჩათვლით გადახდის გათვალისწინებით (ხოლო დარჩენილი სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა ამ სტუდენტების მიერ განხორციელდეს გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის მე-2 და მე-3 ეტაპზე, ბსუ-ს რექტორის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ვადების მიხედვით).

  განცხადება (გარე მობილობა)
  თანხმობის განცხადება (გარე მობილობა)
  მობილობაზე უარის განცხადება (გარე მობილობა)
  ბსუ-ში მობილობის (შიდა მობილობის) ადმინისტრირების წესი
  ბრძანება (გარე მობილობა)
  ბრძანება (შიდა მობილობა)
  მობილობის ადგილები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა