ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული, ბსუ-ს მართვის ორგანოს - წარმომადგენლობითი საბჭოს - სამდივნო, რომელიც ახორციელებს წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფას.
წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთან შეთანხმებით ადგენს სხდომის გამართვის თარიღს, სხდომის დღის წესრიგის პროექტს და ამ რეგლამენტის შესაბამისად, თანდართულ პროექტებთან და სხვა მასალასთან ერთად აწვდის ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სხდომის დღის წესრიგის პროექტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბსუ-ს ოფიციალურ გაზეთში ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ გამოქვეყნებას;
გ) უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების სხდომაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციის (გამოცხადების შემთხვევაში - ხელმოწერებით დადასტურება; გამოუცხადებლობის შემთხვევაში - საპატიო მიზეზის მითითება) აღრიცხვას;
დ) აწარმოებს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს და უზრუნველყოფს აუდიოფირზე ჩაწერის გამართულობას;
ე) ვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოს აქტები დროულად მიაწოდოს (სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და პირებს;
ვ) უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს საქმისწარმოებას (სამსახურეობრივი მიმოწერა, სხდომის ოქმების/გადაწყვეტილებების/განცხადებების/მიმართვების აღრიცხვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა, ასევე აუდიოჩანაწერების შენახვა);
ზ) პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭდის გამოყენებაზე და შენახვაზე;
თ) უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული ინფორმაციის (სამართლებრივი აქტების), როგორც რეაქტიულ, ისე პროაქტიულ გამოქვეყნებას (საჯარო ინფორმაცია), ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ი) აწარმოებს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საკონტაქტო მონაცემების შეგროვებას და შენახვას, ასევე მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის მონაცემების სტატისტიკურ აღრიცხვას (აწვდის ინფორმაციას წარმომადგენლობით საბჭოს ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სხდომაზე).
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებები და სამდივნოს ფუნქციები განისაზღვრება ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.
წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I I I, სართული მე-4, ოთახი N406
წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - დიანა ახვლედიანი
ელ. ფოსტა: diana.akhvlediani@bsu.edu.ge
ტელ: +995 599 14 92 82
ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტი (N01, 31.05.2017წ. - კოდიფიცირებული)
უკან |