ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნო არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული, ბსუ-ს მართვის ორგანოს - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის - სამდივნო, რომელიც ახორციელებს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფას.
სამდივნოს პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნოს პერსონალის ფუნქციებია:
ა) მიღებული კორესპონდენციების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში საპასუხო წერილების მომზადება;
ბ) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლი;
გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელთან შეთანხმებით დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;
დ) სამსახურის დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით განისაზღვრება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები და სამსახურის სამდივნოს ფუნქციები.
ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნოს საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, სართული მე-3, ოთახი N54
სამდივნოს უფროსი - თამარ ღოღობერიძე
ელ. ფოსტა: tamar.gogoberidze@bsu.edu.ge
ტელ: +995 558 27 77 27

უკან |