ბსუ-ს რექტორის აპარატი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, რექტორის აპარატის დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.
რექტორის აპარატის ფუნქციებია:
ა) რექტორისა და რექტორის მოადგილეების უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) რექტორისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კვირაში ერთხელ ინფორმაციის მომზადება და რექტორისათვის/რექტორის მოადგილეებისათვის წარდგენა, დროულად შეუსრულებლობისას შემთხვევაში - შეფერხების მიზეზების შესწავლა, წერილობითი ინფორმაციის მომზადება და წარდგენა;
გ) უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან რექტორის და რექტორის მოადგილეების სამსახურებრივი ურთიერთობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
დ) რექტორის და რექტორის მოადგილეების თათბირების/შეხვედრების და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ე) უნივერსიტეტის საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, რექტორის დავალების შესაბამისად, რექტორის მოხსენების, საჯარო გამოსვლების, ანგარიშების, სხვადასხვა სახის ანალიტიკური და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
ვ) რექტორის საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის (გაზეთის/ტელევიზიის/რადიოს/ელექტრონული ფოსტის/ვებგვერდის საშუალებით) უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
ზ) უნივერსიტეტის მისიიდან და სტრატეგიული განვითარების გეგმიდან გამომდინარე უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქცია-ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ რექტორის ინფორმირება;
თ) რექტორის საქმიანობიდან გამომდინარე (შეხვედრების, მივლინების, სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების, საგრანტო პროექტებით გათვალისწინებული აქტივობების და სხვა) საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ი) რექტორის აპარატის საქმისწარმოების ადმინისტრირება (დოკუმენტების დახარისხება, საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად შენახვა და უნივერსიტეტის არქივისათვის გადაცემა) და აპარატში შემოსულ კორესპონდენციაზე ვიზირების შესაბამისად პასუხების მომზადება;
კ) აპარატის კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული დავალებებისა და რექტორის ზეპირი განკარგულებების შესრულების კონტროლი;
ლ) რექტორისათვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი დოკუმენტების სტილისტური და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფა;
მ) სადღესასწაულო ღონისძიებებში რექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა, მისალოცი ბარათების მომზადება და გაგზავნის ორგანიზება;
ნ) უნივერსიტეტის სახელით რექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ო) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით გასამართი ღონისძიებების (კონფერენციების, ფორუმებისდა სხვა) დაგეგმვა და ორგანიზება;
პ) რექტორის დავალებების შესაბამისად, რექტორის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა სახის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
ბსუ-ს რექტორის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, სართული მე-2, რექტორის მისაღები
რექტორის აპარატის უფროსი - არმაზ კახიძე
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
ტელ: +995 (422) 27–17–87;
ბსუ-ს რექტორის აპარატის დებულება (N17, 29.06.2017წ.)
უკან |