აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გიდების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მეორე პანელური სესიის „ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი“ მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. რექტორმა ისაუბრა აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებაში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეტანილ წვლილზე, ტურიზმის ფაკულტეტის როლზე, რომელიც ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამზადებს ტურიზმისა და მასპინძლობის დარგისათვის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. ასევე ხაზი გაუსვა ბსუ-ს მკვლევრების მონაწილეობით განხორციელებულ სამეცნიერო პროექტებს.
ბათუმის გიდების საერთაშორისო კონფერენცია არის ტურისტული გიდის პროფესიის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების, ასევე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, კულტურათშორისი გაცვლის, ტურიზმისა და მასთან მომიჯნავე სფეროების პროფესიონალთა შეხვედრის პლატფორმა.
გიდების პირველი საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები.
უკან |