აბიტურიენტებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეები დაიწყო. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბათუმისა და ქობულეთის 30-მდე საჯარო და კერძო სკოლაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, სიახლეები და ინფრასტრუქტურა გააცნეს. საინფორმციო შეხვედრის დასარულების შემდეგ, აბიტურიენტებს ბსუ-ს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 2024-2025 სასწავლო წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 36 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1 590 პირველკურსელი ჩაირიცხება.
უკან |