![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_20304_1_s.jpg)
TUBITAK-ი (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) ქართველო მკვლევრებისათვის აცხადებს საგრანტო პროგრამების ორ კონკურსს: საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის და საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-36 თვეს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/
დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხილეთ დანართში.
![](https://bsu.ge/images/pdf.png)
უკან |