
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, პროფესორ თამარ სირაძესთან ერთად, ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა დასავლური ინტეგრაციის შესახებ ადგილობრივი ახალგაზრდების ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვას. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა სტუდნეტების შეკითხვებს უპასუხა.
ნატო-ს დაარსებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ინიციატივით გაიმართა.
უკან |