ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ თანაშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება, გამოფენების მოწყობა, სამეცნიერო რესურსების გამოყენება, სტაჟირების პროგრამის ამოქმედება და სამეცნიერო გამოცემებში სტატიებისა და პუბლიკაციების გამოქვეყნება. ასევე, ბსუ-ს დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს სამეცნიერო თანახელმძღვანელობას გაუწევენ ცენტრის მკვლევრები.
უკან |