ფრანკოფონიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ბსუ-ში

სურათი
16 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ფრანკოფონია 2024“ გაიხსნება კონკურსით ,,Bonjour la France“. ბსუ ფრანკოფონიის დღეებს ყოველწლიურად აღნიშნავს  16 - 29 მარტის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებით. პროექტის მიზანია, მულტილინგვიზმის  ეპოქაში პოპულარიზაცია გაუწიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ევროპულ - ფრანგულ ენას, საფრანგეთის კულტურასა და ცივილიზაციას.
 
ფრანკოფონიის ღონისძიებების განრიგი ბსუ-ში:
  •  29 მარტი, 12:00 საათი -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ფრანკოფონიის დასაქმების ცენტრის (CEF) გახსნა და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება (I სართული, II კორპუსი, ოთახი N 118);
  • 8 აპრილი, 17:00 საათი - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი, გიორგი ბერიაშვილი გამართავს კონცერტს "ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი", ასევე ისაუბრებს კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე (I სართული, I კორპუსი, ბსუ-ს ჰოლი);
ფრანკოფონიის კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება, მასში ჩართულია აჭარის კერძო და საჯარო სკოლები, აჭარის ფრანგული ენის პედაგოგთა ასოციაცია, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა