ბსუ-ში მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა და საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რექტორმა ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამებში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კურსის განხორციელების აუცილებლობაზე.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის შედეგები, დადგენილი სტანდარტები და არსებული გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 ივნისს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა, ხოლო ამავე წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების პროცესი დაიწყო.

კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა