პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მისი ღირებულებების, სამხედრო ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, განათლების მიღების და თავდაცვის ძალებში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრაზე დაიგეგმა სტუდენტებთან ერთად ქართულ ჯარში ერთი დღის გატარება.
ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს ქართული ჯარის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის ეროვნული გვარდიის მედალიონი და დაფა გადასცა.
უკან |