დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2025 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსი. ბსუ-ს დაფინანსებით სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრები 15 სამეცნიერო-კვლევით პროექტს განახორციელებენ მეცნიერების ათი მიმართულებით.
ბსუ-ში 2024-2025 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება:
„სპექტროსკოპია ღვინის ავთენტიფიკაციიდან ერითროციტების ანალიზამდე” -ხელმძღვანელი/მენეჯერი ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ნუგზარ ღომიძე;
„აჭარა-ლაზეთის ენდემური მცენარეული სახეობების ციტოტოქსიკური და ანტიმიკრობული მოქმედების განსაზღვრა“ - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი დალი ბერიძე;
მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:
,,ექვივარიანტული შეიპები და ჰომოლოგიები“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ვლადიმერ ბალაძე.
ინჟინერიის, ტექნოლოგიების მიმართულება:
„შეკუმშული ღეროების კრიტიკული ძაბვების მნიშვნელობის განსაზღვრა მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში“ ხელმძღვანელი/მენეჯერი - ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე.
აგრარული მეცნიერებების მიმართულება:
„აჭარის რეგიონში მანდარინის ნარგაობით დაკავებული ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლება ბიოპრეპარატების გამოყენებით“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნუნუ კუტალაძე;
„ძაღლყურძენასებრთა ოჯახის კულტურებზე გავრცელებული Aternaria-ს გვარის აგრესიული სახეობების გამოვლენა და მათი გენომის გაშიფვრა ახალი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით’’ - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი რუსუდან დუმბაძე.
ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულება:
„მოსახლეობის სოციალური რისკების წარმომქმნელი ფაქტორების კვლევა და მართვის შესაძლებლობების შეფასება ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე” - ხელმძღვანელი/მენეჯერი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ასიე ცინცაძე;
„ევროკავშირის სტანდარტები და მოთხოვნები მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების მიმართ და მათი იმპლემენტაციის შესაძლებლობა საქართველოში“- ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი ქათამაძე.
ჰუმანიტარული მეცნიერებები:
„ფულადი მიმოქცევა და საბანკო საქმე XIX ს მეორე ნახევრისა და XX ს პირველი მეოთხედის ბათუმში” - ხელმძღვანელი/მენეჯერი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ირინე ვარშალომიძე;
„დამოუკიდებელი საქართველო და ევროპა (1991-2003)” ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ლევან ტარიელაძე.
სოციალური მეცნიერებების მიმართულება:
„სტუდენტთა ადაპტაციის ფსიქოლოგიური ასპექტები: ადაპტაციის სირთულეები და მისი გავლენა სწავლის შედეგებზე“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ბერიძე;
„რუსული რბილი ძალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში და საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ხოზრევანიძე.
მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებება:
,,ალცჰაიმერის დაავადება გენეტიკური პოლიმორფიზმის გათვალისწინებით“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ვაშაძე.
ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულება:
„სოფლად კერძო საკარმიდამოზე ტურიზმის ბიზნესის ინტენსიური და მდგრადი განვითარების ორგანზაციულ-ეკონომიკური მექნიზმების/ალგორითმების შემუშავება რეგიონალურ დონეზე მთიანი აჭარის სოფლების მაგალითზე“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია.
ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულება:
„აჭარა-გურიის თერმული წყლების და მათი თანმხლები აირების კვლევა, ბუნებრივი რესურსების მართვის მიზნით“ - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო კიკნაძე.
უკან |