3-17 მარტს „ერახმუს+“-ის პროგრამის საგრანტო პროექტის „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვისა და ინდუსტრიული კომპონენტების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილების პრევენციისთვის” (CLIMAN) ფარგლებში, ტურიბას უნივერსიტეტმა (ლატვია) უმასპინძლა სტუდენტთა სპეციალურ სასწავლო პროგრამას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სასწავლო ტურში მონაწილეობას ღებულობდნენ აგრარული ტექნოლოგიებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები: სალომე დუმბაძე, ლუკა ნინიძე, გიორგი მოსიძე, ჯულიეტა ჯიჯავაძე.
ორკვირიანი მობილობის პროგრამაში მონაწილეობდა საქართველოს და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტის 21 სტუდენტი, სასწავლო პროგრამა მოიცავდა მდგრადი განვითარების, მწვანე ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებს, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მომავალი მასწავლებლების, ინჟინრების, ასევე აგრარული სექტორის სპეციალისტებისთვის.
ჯგუფური მუშაობისას სტუდენტებმა იმუშავეს მეწარმეობის იდეების გენერირებასა და ეკოლოგიური მდგრადობის პროექტებზე.
მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა როგორც სასწავლო, ასევე კულტურულ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს, რამაც საშუალება მისცა სტუდენტებს შეეძინათ ახალი მეგობრები, გაცნობოდნენ პარტნიორი ქვეყნების კულტურას.
უკან |