ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და დეკანის მოადგილე ნანა გიორგაძე ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საფრანგეთის მასპინძლობის მოწინავე უმაღლეს სკოლა FERRANDI Paris-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი მოიცავდა მოკლე და გრეძლვადიანი პროგრამების წარდგენას, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაცნობასა, თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას სტუდენტთა სტაჟირებისა და აკადემიური მობილობის მიმართულებით.
შეხვედრებს პარიზსა და დიჟონში პარიზის სავაჭრო პალატა, FERRANDI Paris-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩი საფრანგეთში მასპინძლობდნენ.
ვიზიტი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაიგეგმა და მასში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროფესიული კოლეჯის „ბლექ სი” და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
უკან |