ბულგარეთის სამხრეთ დასავლეთ უნივერსიტეტის „ნეოფიტ რილსკის“ დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

15-19 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამხრეთ დასავლეთ უნივერსიტეტის „ნეოფიტ რილსკის“  სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმეთა    ხელმძღვანელი, პროფესორი ივანკა სტანკოვა, სამართლისა და ისტორიის ფაკულტეტის დეკანი,  საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის (ICM) ინიციატორი სამართლის დარგში პროფესორი გაბრიელა ბელოვა და პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით ბორის მანოვი ეწვივნენ.  

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ რექტორის მოადგილეს, პროფესორ თამარ სირაძეს, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლევან ჯაყელს, სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსს თამარ მაჭუტაძეს და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასოც. პროფ. გიორგი მასალკინს.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, საერთაშორისო პროგრამების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ბსუ-ს ფაკულტეტები მოინახულეს, გაეცნენ  საგანმანთლებლო პროგრამებს და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა