ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ორდუს უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი და ასოცირებული პროფესორი ლია ჭყონია საპასუხო ვიზიტით ორდუს უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ორდუს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ორჰან ბაშთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე. მხარეთა შეთანხმებით, 28 მაისიდან 1 ივნისამდე ბათუმში ჩატარდება ერთობლივი საერთაშორისო კონგრესი.

ვიზიტის ფარგლებში, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ორდუს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ორჰან ბაშმა და დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ორდუს უნივერსიტეტის კამპუსი, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების აუდიტორიები და ლაბორატორიები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა