ბათუმის დღესასწაულზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებულ მეცნიერს, ცნობილ ეთნოლოგს ნოდარ კახიძეს და ღვაწლმოსილ მათემატიკოსს, პროფესორ ვლადიმერ ბალაძეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს მეცნიერებს საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭებას და წარმატებებს უსურვებს.
უკან |