ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2024’’ მონაწილეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2024’’ მონაწილეობს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები, გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, VR-სათვალის საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, რესურსებსა და მარშრუტებს. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანია ტურისტული მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარება და ახალი კონტაქტების მოძიება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა