“ტურიზმის მენეჯმენტის” სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის ლექცია ჩატარდა. ყოველწლიურ შეხვედრას სასტუმროს ბიზნესისა და მასპინძლობის აქტუალურ საკითხებზე ბსუ-ს საპატიო დოქტორი, „Solutions Holding GmbH” აღმასრულებელი დირექტორი, გერმანიის სასტუმროს კონგრესის მრჩეველთა საბჭოს წევრი, პროფესორი შტეფან გერჰარდი ატარებს. ორდღიანი ლექცია მოიცავს სასტუმროს საერთაშორისო ბიზნესის, გლობალური ტენდენციებისა და სასტუმროს მეგატრენდების საკითხებს. ლექციაში მონაწილე 14 სტუდენტს გერმანელი ექსპერტი სასწავლო ვიზიტით ბერლინში უმასპინძლებს და ბრენდულ სასტუმროთა საქმიანობას გააცნობს.
ბსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი შტეფან გერჰარდი 2018 წლიდან თანამშრომლობს ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.
უკან |