ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვია ერფურტის რეგიონული სასამართლოს მოსამართლე, არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მარტინ ბოროვსკი. გერმანელმა პროფესორმა სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექციები თემაზე - "ევროკავშირის სამართალი მოკლედ" პრაქტიკოსი იურისტებისა და პოლიტიკის შემქმნელთათვის; "ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია".
უკან |