ბსუ-ში იდეატორთა და მკითხველთა კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში, აჭარისა და გურიის საჯარო სკოლებში ჩამოყალიბებული იდეატორთა, მკითხველთა და წიგნის მეგობრების კლუბების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე. პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე  განხორციელებული პროექტები. კლუბები აჭარისა და გურიის რეგიონების 7 მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 25 საჯარო სკოლაში IV-VI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩამოყალიბდა. კლუბების ფუნქციონირებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს, ბიზნეს-სექტორის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებოდნენ ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, პროგრამის ტრენერები და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

იდეატორთა და მკითხველთა/წიგნის მეგობრების კლუბები ითვალისწინებდა უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა.  

2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში კლუბები შემდეგ სკოლებში  ჩამოყალიბდა:

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა;

თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლა;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლა;

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა;

აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №25 საჯარო სკოლა;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა;

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლა;

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №11 საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №13 საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა;

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა;

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლა;

ბადრი ბერაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №6 საჯარო სკოლა;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა;

ქალაქ ბათუმის №17 საჯარო სკოლა;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა.

 

თავისი ბიზნეს-საქმიანობის მოსწავლეებისთვის გასაცნობად და პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა შემდეგი ორგანიზაციები:   საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების სადისტრიბუციო კომპანია ,,პროვაიდერ.ჯი“, კომპანია „ბათუმი მედიკ“ და სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს-ჯგუფი“.

ბსუ „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“ 2020 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოს საჯარო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კლუბის (იდეატორთა კლუბი/STEAM კლუბი/წიგნის მეგობარი/მკითხველთა კლუბი) ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. 

კლუბის განმახორციელებელ ყველა სკოლას, კლუბის განხორციელებაზე პასუხისმგებელ მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ტრენერებს სერტიფიკატები, ხოლო იდეატორთა კლუბების მონაწილეებს - სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა