უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნისა და ბეჭდვის მიზნით კონკურსს აცხადებს. საგრანტო კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ერთი წლის მანძილზე შეადგენს 10 000 ლარს. აპლიკანტმა შეიძლება მოითხოვოს დაფინანსება ორი წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში, სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ორი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნისა და ბეჭდვის ფარგლებში ითარგმნა და დაიბეჭდა სხვადასხვა მიმართულების ექვსი სამეცნიერო სახელმძღვანელო.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 10 ივნისიდან - 10 ივლისის ჩათვლით.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია https://shorturl.at/cWl3C

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა