ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. 400 კვ.მ-იანი სასათბურე მეურნეობის მოდერნიზება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის“ ჩართულობით განხორციელდა. სასათბურე მეურნეობაში სტუდენტებს უკვე საშუალება აქვთ პრაქტიკული კომპონენტი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით, მცენარეთა წვეთოვანი მორწყვის, ფერტიგაციის და მიკროკლიმატის კონტროლის ტექნოლოგიების მართვით შეასრულონ.
უკან |