ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშის „რ? სად? როდის?“ საგაზაფხულო სეზონი დასრულდა. ტურნირში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების 30 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატის პირველობა ზედიზედ მეორედ, მაგრამ განახლებული შემადგენლობით გუნდმა „ინკვიზიცია“ მოიპოვა, მეორე ადგილზე კვლავ გუნდი „თამადა“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ერგო გუნდს „ბაკიბაკო“. შეჯიბრების 10 საუკეთესო გუნდს სიგელები გადაეცა, ხოლო პრიზიორი გუნდები დასაჩუქრდნენ თასებით, წიგნებით, ფასიანი საჩქურებით და გამოცდების დასრულების შემდეგ გაემგზავრებიან ექსკურსიაზე.
ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილეობდა 10 ე.წ. ლეგიონერი გუნდი და 4 სასკოლო გუნდი.
პირველობა ბსუ-ს ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებითა და ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და პორტის დეპარტამენტის და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
უკან |