ბსუ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში კემლინ ფურლი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში კემლინ ფურლი UNHCR-ის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, მერაბ ხალვაშთან, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფკულტეტის დეკანთან, ლევან ჯაყელთან და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, მარინა გიორგაძესთან გამართულ შეხვედრაზე კემლინ ფურლიმ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე უსაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, პირველ ეტაპზე იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შემუშავდება ლტოლვილთა საერთშორისო სამართლის სასწავლო კურსი და გადამზადდება შესაბამისი აკადემიური პერსონალი. შეხვედრაზე დაიგეგმა ბსუ-სა და UNHCR-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა