ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი ბათუმის მესამე სეზონური სკოლა - 2024“ ტარდება თემაზე: „თანამედროვე ქართული რომანი (ავტორი-ტექსტი-კონტექსტი)“. საზაფხულო სკოლა გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი, ბსუ-ს პროფესორი ნანა ტრაპაიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე და მწერალი ვალერი ოთხოზორია. 18-22 ივლისს, სკოლის ფარგლებში, ჩატარდება ლექციები და სემინარები თანამედროვე ქართული რომანის აქტუალურ საკითხებზე. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნობიან ავტორებს, მკვლევრებს, იმუშავებენ ტექსტებზე და თემატური ჩარჩოს ფარგლებში განიხილავენ ლიტერატურის თანამედროვე პრობლემებს.
სკოლის მუშაობის დასასრულს სტუდენტები წარმოადგენენ სკოლის ფარგლებში შესრულებული ნაშრომების ძირითად თეზისებს და გამარჯვებულ ორ ნაშრომს სექტემბერში გამოავლენს სპეციალური კომისია.
,,ქართლი ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესების კვლევის საზაფხულო სკოლა“ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში მოპოვებული გრანტის ფარგლებში მესამედ ტარდება.
საზაფხულო სკოლის პროგრამა:
18 ივლისი
პირველი სესია: 11:00-14:00
მომხსენებელი: დავით ქართველიშვილი (მწერალი, ესეისტი)
თემა: თანამედროვე რომანი და ტექნოლოგიური პროგრესი
მეორე სესია: 15:00-16:30
მომხსენებელი: ნანა ტრაპაიძე (პროფესორი, ბსუ)
თემა: ლიტერატურული აწმყო როგორც ლიტერატურის პრობლემა
19 ივლისი
პირველი სესია: 12:00-14:00
მომხსენებელი: ირმა ტაველიძე (მწერალი, მთარგმნელი, ესეისტი)
თემა: მწერლის სარკე - დასაწყისის აბერაციები
მეორე სესია 15:00-17.00
მომხსენებელი: მაია ალუდაური (გამომცემლობა ,,პალიტრა L”-ის მთავარი რედაქტორი)
თემა: გამომცემლობა - მწერლობის მხარდამჭერი თუ მწერლობის მომხმარებელი
20 ივლისი
პირველი სესია: 12:00-14:00
მომხსენებელი: ვალერი ოთხოზორია (მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი)
თემა: იდენტობის კრიზისი თანამედროვე ქართულ რომანში
მეორე სესია: 15:00-17:00
მომხსენებელი: ბელა წიფურია (პროფესორი, ილიაუნი)
თემა: თანამედროვე ქართულ რომანი - სოციალური პრობლემებიდან პოსტკოლონიურ კონტექსტამდე (პირველი ნაწილი)
21 ივლისი
პირველი სესია: 12:00-14:00
მომხსენებელი: ბელა წიფურია (პროფესორი, ილიაუნი)
თემა: თანამედროვე ქართულ რომანი- სოციალური პრობლემებიდან პოსტკოლონიურ კონტექსტამდე (მეორე ნაწილი)
მეორე სესია: 15:00-17:00
მომხსენებელი: ირმა რატიანი (პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი)
თემა: ზაირა არსენიშვილი - „ვა, სოფელო...“ რომანი ეპოქათა ჭრილში
22 ივლისი
სტუდენტთა ნაშრომების პრეზენტაცია: 11:30-13:30
უკან |