ბსუ-ს აკადემიური საბჭოს ათივე წევრმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართა. აკადემიური საბჭოს ათივე წევრმა მხარი დაუჭირა პროფესორ მერაბ ხალვაშის კანდიდატურას. კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატმა მერაბ ხალვაშმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოს წევრებს მოკლევადიანი (ექვსთვიანი) სამოქმედო გეგმა გააცნო. რექტორის მოვალეობლის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, დოქტორს ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის მქონე პირებს შეეძლოთ. 

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 19 ივლისს იყო ჩანიშნული. რადგან რექტორობის მსურველი არ დარეგისტრდა, ამიტომ აკადემიურმა საბჭომ დროებით მოვალეობის შემსრულებელი აირჩია 6 თვის ვადით.

ბსუ-ს რექტორის თანამდებობაზე ორი ვადით მერაბ ხალვაში იყო არჩეული.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა