ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტები: მერი წილოსანი, გიორგი კილასონია და ლუკა ნინიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში სტაჟირებას გადიან. სტუდენტები ეცნობიან აშშ-ის ექსტენციის სისტემას და მონაწილეობენ უნივერსიტეტის კვლევით და პრაქტიკულ აქტივობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთნ ერთად, სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერი“ ახორციელებს.
უკან |