ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი მიმართულებებით:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- გეოგრაფია;
- ისტორია;
- სამოქალაქო განათლება;
- სპორტი;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
აპლიკანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 02 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ბსუ-ს მეორე კორპუსში, №207 ოთახი, 12:00 სთ-დან 16:00 საათამდე (მისამართი რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35).
აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის უნდა წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული №1 დანართის და №2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
დ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);
ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).
მისაღები გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 16 სექტემბერს წერითი ფორმით ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა №12), გამოცდის დაწყების დრო - 10:00 საათი, დასრულების ვადა 13:00 საათი.
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო ეტაპები:
აპლიკანტთა რეგისტრაცია - 02.09.2024 – 13.09.2024 (ბსუ-ს მეორე კორპუსში, №207 ოთახი, რუსთაველის ქუჩა #32)
მისაღები გამოცდა 16.09.2024 (ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა №12, გამოცდის დაწყების დრო - 1000 სთ)
გამოცდის პირველადი შედეგები 16.09.2024 (განთავსდება ბსუ-ს ვბ გვერდზე)
გამოცდის საბოლოო შედეგები 17.09.2024 (განთავსდება ბსუ-ს ვბ გვერდზე)
ხელშეკრულების გაფორმება ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტებსა და ბსუ-ს შორის 20.09.2024 (ბსუ-ს მეორე კორპუსში, №207 ოთახი, რუსთაველის ქუჩა #32)
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბსუ-ს ვებგვერდს ან იხილეთ ბრძანება.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის ოფისს, მობ. +995 577 985 832;
დანართი1დანართი2
ბრძანება
მისაღები გამოცდის ფორმატი
უკან |