ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილეებმა თამარ სირაძემ და ანზორ ბერიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მოწვეულმა სტუმრება სწავლის დასრულება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს. ბსუ 2024 წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1200-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.
კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია ქუდების ასროლითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".
უკან |