ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის კვლევის სეზონური სკოლა, რომელიც გაიმართა ა.წ. 18-22 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (პროექტის ავტორი და ორგანიზატორი პროფესორი ნანა ტრაპაიძე), სეზონური სკოლის მონაწილე სტუდენტებისთვის აცხადებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს.
საუკეთესო ორ ნაშრომს გამოავლენს საკონკურსო კომისია.
გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ „არილის“ საიტზე.
ნაშრომის სავალდებულო პირობაა პასუხობდეს სეზონური სკოლის თემატიკას - თანამედროვე ქართული რომანი (ავტორი-ტექსტი-კონტექსტი).
ნაშრომები მიიღება მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე:
sezonuriskolabsu@gmail.com
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 20 ოქტომბერს.
ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
გისურვებთ წარმატებას!
უკან |